„ცოტა რამ საქართველოს შესახებ“ - ​საინტერესო პრეზენტაცია გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში
28-02-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვას და მათ წახალისებას - იყვნენ მეტად შემოქმედებითები, დიდი ყურადღება ეთმობა.

ამჯერად, მე-12 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს საინტერესო პრეზენტაცია ქართული, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე. პრეზენტაციის თემა - „ცოტა რამ საქართველოს შესახებ“, გახლდათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს ძველი და ახალი თბილისის შესახებ, ქალაქის ღირსშესანიშნაობების, კულტურის, ტრადიციების და ქართული სამზარეულოს შესახებ.

მოსწავლეებმა საქართველოს ინდივიდუალიზმი განსაზღვრეს და ერთმანეთს ქვეყნის შესახებ საინტერესო ფაქტები თუ ცნობები გაუზიარეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203