ჯვარას საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა
28-02-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარას საჯარო სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღეს შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა მიეძღვნა. 

სკოლაში აღნიშნეს, რომ ეს დღეს წლების განმავლობაში - „საბჭოთა ხელისუფლების დამყარების“ სახელწოდებით აღინიშნებოდა ქვეყანაში, თუმცა გავიდა დრო და დღეს, როგორც ოკუპაციის დღეს ვუწოდებთ.

შეხვედრა 25 თებერვალს გაიმართა, ღვაწლმოსილმა და ისტორიის შესანიშნავად მცოდნემ, ამავე საგნის პედაგოგმა - თინა კორძაიამ ექსკურსი გაუკეთა მოსწავლეებს და ისინი „ამოგზაურა“ საქართველოს არც ისე შორეულ წარსულში.

პედაგოგმა, თვალნათლივ გაავლო ხაზი აწმყოსა და წარსულს შორის. მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია მასწავლებლის მიერ აღწერილმა თემამ და ინტერესით ჩაუღრმავდნენ ქვეყნის ისტორიას.

ღონისძიების ბოლოს კი, მოსწავლეებმა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს თებერვლის ავ-ბედით დაღუპულთა ხსოვნას, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლას უშურველად მიუძღვნეს საკუთარი სიცოცხლე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203