ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები - და-ძმა ლუკა და ნუცა სამხარაძე​ები ამერიკული გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულები არიან 
28-02-2024

ჭიათურის N2 საჯარო სკოლას გამორჩეული, განვითარებაზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე მოსწავლეები ჰყავს, ამის ნათელი მაგალითი კი და-ძმა ლუკა და ნუცა სამხარაძეებია. 

ლუკა მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა, ის FLEX-ის გაცვილით პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია და ფლობს ფინალისტის სტატუსს, იგი ერთი აკადემიური წლის განმავლობაში განაგრძობს სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნუცა კი, მე-9 კლასის მოსწავლეა, ისიც ასევე გამარჯვებულია და რეზერვისტის სტატუსი აქვს.

სკოლა მოსწავლეების წარმატებით ამაყობს და მათ წინსვლას უსურვებს. 

აღსანიშნავია, რომ უკვე ოცდაათ წელზე მეტია, რაც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX შესაძლებლობას აძლევს ქართველ უფროსკლასელებს ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში.

პროგრამას აფინანსებს ამერიკის მთავრობა და ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები. FLEX - პროგრამის ფინალისტები შეირჩევიან ვაშინგტონის დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც შედგება განათლების დარგის ამერიკელი სპეციალისტებისაგან. შერჩევის პროცესი დაფუძნებულია კონკურსზე. კონკურსი კომპლექსურია და განისაზღვრება ელექტრონულად შევსებული აპლიკაციის, რეკომენდაციების, ინგლისური ენის ცოდნის დონისა და კანდიდატის მიერ გამომჟღავნებული ერთწლიანი გაცვლითი გამოცდილებისათვის მზადყოფნის საფუძველზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203