ბათუმის N8 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი
28-02-2024
ბათუმის N8 საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ცდილობენ მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებული საგაკვეთილო პროცესი შესთავაზონ და მათი მაქსიმალური ჩართულობა გამოიწვიონ. 

სწორედ ამ მიზნით, 27 თებერვალს, მე -5 (დამრიგებელი ცირა ბოლქვაძე) და მე-5 (დამრიგებელი ეკატერინე თურმანიძე) კლასებში ჩატარდა საინტერესო გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. 

გაკვეთილი გაჯერებული იყო შემდეგი აქტივობებით:

1. ოთარ ჭილაძის „თბილისი“- ლექსის აწყობა;
2. ლექსის მხატვრულად წაკითხვა;
3. წერილობითი კითხვა-პასუხი.

გაკვეთილს, ქართული ენის პედაგოგი თინათინ დავითაძე ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში, აქტიურად მონაწილეობდნენ აქტივობებში და მითითებულ დავალებებს დიდი სიამოვნებით ასრულებდნენ. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203