ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაასრულეს
28-02-2024
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. სკოლაში, მათი ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება.
ამჯერად, სკოლის პირველკლასელებმა ანბანის წარმატებით შესწავლა იზეიმეს.
ამასთან დაკავშირებით, სკოლაში, საინტერესო აქტივობები მოეწყო - პატარებმა საკუთარი ხელით დაამზადეს ილუსტრირებული ანბანი და ნამუშევრები თანატოლებს გაუზიარეს. მათ შემოქმედებითი უნარები და ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
აღნიშნული, I 4 კლასის აღმზრდელი - თამარ კვერღელიძე, ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო უგულავა გახლავთ, რომლებმაც მოსწავლეებს ეს დღე გაულამაზეს.
სკოლაში, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მათ განწყობაზე მუდამ ზრუნავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს