წყალტუბოს N2 სკოლის მოსწავლეებმა, პროექტის - „ქანები და მინერალები დედამიწის ქერქში“ ფარგლებში, პრომეთეს მღვიმე მოინახულეს
28-02-2024
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის IX ა კლასში (დამრიგიგებელი მედეა მოდებაძე) პედაგოგმა - თინათინ ჩიხლაძემ პროექტი თემაზე - „ქანები და მინერალები დედამიწის ქერქში“ მოამზადა. ბავშვებმა თემატური კედლის გაზეთი შექმნეს, სადაც ცოდნა და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
პროექტის ფარგლებში, მასში ჩართულმა მოსწავლეებმა, მასწავლებელთან ერთად, პრომეთეს მღვიმე მოინახულეს, სადაც საუკუნოვანი მინერალები-სტალაქტიდები და სტალაგმიტები დაათვალიერეს. აღნიშნულ პროექტს, როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეუერთდა გეოგრაფიის მასწავლებელი - მარინა გოლეთიანი.
ეს დღე საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთათვის.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს