„ეტალონმა“ აგარის საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვა
25-05-2018
აგარის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ წარმატების დამადასტურებელი სერთიფიკატებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ. მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობდნენ.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
სკოლის დირექცია, სკოლის მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.