საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს შემეცნებითი ვიზიტით ესტუმრნენ
28-02-2024
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბი „Peak Of Changes/ცვლილებების პიკი“ აქტიურად ფუნცქიონირებს. სკოლაში, მისი წევრების ორგანიზებითა და მოსწავლეთა მონაწილეობით არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.
ამჯერად, კლუბის ორგანიზებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში სასწავლო-პრაქტიკული ვიზიტი ჩატარდა.
მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია თუ როგორ ხორციელდება საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევები, გაეცნენ კვლევის სპეციალურ საშუალებებს, კრიმინალისტიკური ტექნიკისა და მეცნიერული მეთოდების საექსპერტო პრაქტიკაში დანერგვასა და მათ გამოყენებას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ეს დღე მოსწავლეთათვის ინფორმაციული და საინტერესო იყო.
სამოქალაქო განათლების კლუბი უდიდეს მადლობას უხდის სამოქალქო განათლების პედაგოგს - ირინა მიქავას და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ლიკა დევნოზაშვილს მუდმივი მხარდაჭერისთვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს