
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მედიაწიგნიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და მოსწავლეების ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის გარჩევას ასწავლიან.
ისევე როგორც გასულ წლებში მიმდინარე სასწავლო წელიც არ ყოფილა გამონაკლისი და ილემის საჯარო სკოლა ჩართული იყო მედიაწიგნიერების კვირეულში.
მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობებით და ინტერესით წარმოაჩინეს მიღებული ცოდნა და უნარები. შესაბამისად ორგანიზატორების მხრიდან დაფასდა მათი შრომა და მონდომება.
მოსწავლეებს კომუნიკაციების კომისიისა და განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრისაგან გადაეცათ სერტიფიკატი და პრიზი.
სკოლა მადლობას უხდის ორგანიზატორებს და სამინისტროს მოსწავლეების შრომის დაფასებისა და გახარებისთვის.
იხილეთ ფოტოები: