სორმონის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა საჩვენებელ გაკვეთილზე ჟანგბადნაერთთა სტრუქტურული მოდელები შექმნეს
29-02-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

ახლახან, VIII კლასში ქიმიაში ჩატარდა ღია საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე - „წყალბადის ჟანგბადნაერთები“.

საგაკვეთილო პროცესი წარიმართა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით, საინტერესო აქტივობებით ნორჩმა ქიმიკოსებმა იმსჯელეს მოლეკულურ და სტრუქტურულ ფორმულებზე, შექმნეს ჟანგბადნაერთთა სტრუქტურული მოდელები.

მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევიც აღმოჩნდა. 

მოსწავლეებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს, წარმატებები გამორჩეულ და კრეატიულ მოსწავლეებს და მასწავლებელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203