მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეები, გარემოსდაცვითი კონკურსის ფარგლებში, ეკოლოგიურ დაბინძურებას ებრძვიან
28-02-2024
9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლა ჩართულია ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში.
ნიადაგისა და სანერგეების მოსამზადებლად, სკოლაში სკოლაში სჭირდებოდათ ე.წ „კონტეინერები“. ინოვაციურმა გუნდმა კი მოიფიქრა, რომ „კონტეინერებისთვის“ გამოეყენებინათ მეორეული პოლიეთილენის ცელოფნები, რომლებიც სკოლის ინვენტარს მოჰყვა.
ბავშვებმა ცელოფნები დაჭრეს და იმ საკერავი მანქანებით შეკერეს, რომლებიც ერთ-ერთ პროექტში წარმატებული მონაწილებისათვის გადაეცათ.
„მოსწავლეებმა დაზოგეს დრო და ხარჯები. დაიცვეს ბუნება ნარჩენების მავნე ზემოქმედებისგან და, ამავე დროს, გამოავლინეს მეწარმეობის შესანიშნავი ნიჭი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებენ შემდგომ პროექტებში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია