ვარსკვლავურ გზაზე შემდგარ ახალგაზრდა მომღერალს მშობლიურ რუისის N2 საჯარო სკოლაში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
28-02-2024

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები საზეიმოდ დახვდნენ, ამავე სკოლის ყოფილ და საამაყო მოსწავლეს ალექსანდრე ზაზარაშვილს

როგორც სკოლაში უწოდებენ, „ვარსკვლავურ გზაზე შემდგარ მომღერალს“, გულთბილი, ემოციებით სავსე, სიხარულითა და სიყვარულით დატვირთული დღე მიუძღვნეს. 

დაუვიწყარი ემოციებით დაიმუხტა დღის გმირიც, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი ემოციების მიღებას ვერსად შეძლებდა ისე, როგორც მის მშობლიურ სკოლაში. 

„როგორი დახვედრა მომიწყო ჩემმა რუისის N2 საჯარო სკოლამ.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთელი სკოლის მასწავლებლებს ასეთი თბილი და ტკბილი დახვედრისათვის, განსაკუთრებით ლელა სულეიმანაშვილს და ნანა ბეჟუაშვილს.

ამხელა სითბო და სიყვარული შეიძლება უდიდესი სცენებიდან ვერ მიმეღო, რამხელაც, ბავშვებმა ჩემი სოფლიდან მომანიჭეს.

მე კი ბედნიერი ვარ რომ შევძელი მათთვის სტიმულის და იმედების მიცემა, რაც წარმატებისთვის აუცილებელია!“,- აღნიშნა ალექსანდრემ. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203