გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თვლის სისტემები საინტერესო და სახალისო აქტივობებით შეისწავლეს
28-02-2024

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა ჩართულობაზე აისახება. 

ახლახან, გუდაურის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია თემაზე - „თვლის სისტემები“.

მათ იმსჯელეს, თუ როგორ ჩაიწერებოდა რიცხვები წინათ და თვლის რომელ სისტემებს ვიყენებთ ახლა.

პრეზენტაციის წარდგენის დროს ბავშვებმა მოიწვიეს მეოთხე და მეექვსე კლასის მოსწავლეები, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. მათ იმსჯელეს თვლის სისტემების - ძველ ეგვიპტურის, არაბულის, ინდურის და რომაული ჩანაწერების დადებით და უარყოფით მხარეებზე.

დასასრულს, მოსწავლეებმა გამართეს სახალისო ვიქტორინა სამაგიდო თამაშით - „მოაზროვნე“.

„ვიქტორინაში წარმოდგენილი ლოგიკური შეკითხვები ძალიან სახალისო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა ბავშვებისთვის“,- ამბობს მასწავლებელი მარინა ბურდული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203