
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგზაო უსაფრთხოების წესებს გაეცნენ და საგზაო ნიშნები სახალისო და საინტერესო აქტივობებით ისწავლეს.
სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - მერი ნერსესიანმა Vll კლასში ჩაატარა შემეცნებითი გაკვეთილი თემაზე - „ვიცნობთ თუ არა საგზაო ნიშნებს?“
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი საგზაო ნიშნებზე, გაეცნენ თითოეული საგზაო ნიშნების მნიშვნელობას.
„ბავშვებმა გაიაზრეს თუ რისთვის არის საჭირო და რაში გვეხმარება საგზაო ნიშნების ცოდნა“, - გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ მოსწავლეებისთვის საგზაო ნიშნების შესწავლა საინტერესო აღმოჩნდა. გაკვეთილმა ნაყოფიერად ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: