
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნობრივ დისციპლინებს, არამედ სიკეთის კეთებასა და კაცთმოყვარეობას ასწავლიან. შესაბამისად მოსწავლეები საქველმოქმედო კამპანიებში აქტიურად მონაწილეობენ.
წინასაახალწლოდ რუისის N2 საჯარო სკოლის მე-8ა კლასს მოსწავლეები და კლასის დამრიგებელი ეკატერინე ტეტუნაშვილი ეწვივნენ ქარელის სათნოების სახლ „სალბუნს“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები სათნოების სახლის ბენეფიციარებს მიართვეს საახალწლო ნობათი და ცეკვითა და სიმღერით გაულამაზეს საღამო.
„სათნოების სახლის დიასახლისმა ქალბატონმა ლალიმ მადლობა გადაიხადა ამ საქველმოქმედო ღონისძიებისთვის, სკოლაც მადლობას უხდის ქალბატონ ლალის გულითადი მასპინძლობისათვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: