ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეები რესპუბლიკურ კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
28-02-2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეები არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ. 

24 თებერვალს, ქალაქ თბილისში ჩატარდა რესპუბლიკური კონფერენცია - „ხალხური მედიცინა“, „ქართული კულტურის საგანძური“. ამ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - მე-6 კლასელმა ა.ჩარქსელიანმა და მე-8 კლასელმა ი.მუკბანიანმა, მასწავლებლის, ინგა ონიანოს ხელმძღვანელობით.

მასწავლებელი და მოსწავლეები მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და სერტიფიკატებით.

ასევე, დაჯილდოვდა ჩოლურის საჯარო სკოლის დირექტორი ანჟელა მარგველიანი მოსწავლეთა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203