
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული თაობა აღუზრდია. სკოლაში მათი მიღწევები განსაკუთრებით ახარებთ და მათი მიღწევებით ამაყობენ.
ახლახან, 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები - შოღიკ ქოსიანი და ლუსინე უზუნიანი ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.
კურსდამთავრებულებმა ჯილდო სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაიმსახურეს.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს კუთვნილი ჯილდოს მიღება ულოცავენ და უსურვებენ ასეთივე წარმატებით გააგრძელონ განათლების მიღება.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტოები: