ხელოვნურ ინტელექტთან ბრწყინვალე პაექრობისთვის ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლე საბა ირემაძე სერტიფიკატით დაჯილდოვდა
28-02-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში და თავიანთ შესაძლებლობებს წარმოაჩენენ. 

მათ შორისაა მე-11 კლასის მოსწავლე საბა ირემაძე.

საბა, AI ოლიმპიადის პირველ ტურში ხელოვნურ ინტელექტთან ბრწყინვალე პაექრობისათვის, სერტიფიკატით დაჯილდოვდა. 

მოსწავლის წარმატებით სკოლაში ამაყობენ, მას წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეების წახალისებას - აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა კონკურსსა თუ ღონისძიებებში დიდი ყურადღება ეთმობა. სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203