ილემის საჯარო სკოლა მეხუთეკლასელ მოჭიდავეს - ლუკა სხილაძე​ს გვაცნობს, რომლის სახელზე არაერთი წარმატებაა 
28-02-2024

„სკოლის ფუნქცია და მისიაა თანამედროვე მოაზროვნე, ტოლერანტი და დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი ახალგაზრდების აღზრდა. ასევე, მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში შევუწყოთ ხელი, ამ კუთხით არც ილემის საჯარო სკოლაა გამონაკლისი“, - აღნიშნავენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და მიღწევებზე აისახება. 

სკოლის მეხუთეკლასელი ლუკა სხილაძე აქტიურადაა გატაცებული ჭიდაობით და წარმატებულადაც ასპარეზობს. მის სახელზე არაერთი მედალი, დიპლომი და სიგელია. 

სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„სკოლა ულოცავს და ამაყობს მისი მოსწავლეების წარმატებებით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203