თხილნარის N2 საჯარო სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო კვირეული გაიმართა 
28-02-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვალი გაიხსენეს.

საბჭოთა ოკუპაციის დღეს სკოლაში კვირეული მიეძღვნა.  მოსწავლეებმა 25 თებერვლის ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრეს და სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ბავშვებმა შექმნეს უამრავი თემატური პლაკატი. მოსწავლეები, კვირეულის ფარგლებში, იძიებდნენ, კითხულობდნენ, ქმნიდნენ პრეზენტაციებს.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ 1921 წლის 18-25 თებერვალი ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცლებია. მოსწავლეებისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის პედაგოგების აზრით, აუცილებელია ამ თაობამ გაითავისოს და  ემოციურად აღიქვას 1921 წლის თებერვლის მოვლენები, რათა არ განმეორდეს წარსული.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. 102 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შემოიჭრა, ქალაქი აიღო და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203