თბილისის N190 საჯარო სკოლაში წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩაატარა
27-02-2024

თბილისის N190 საჯარო სკოლას სტუდენტური პროექტის - „თსუ დესპანის“ ფარგლებში, წარჩინებული კურსდამთავრებული ესტუმრა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მან სკოლაში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთათვის პრეზენტაცია ჩაატარა. შეხვედრის მიზანი, როგორც სკოლის დირექტორი ირინე გაგოშიძე გვიყვება, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიებისა და სტუდენტური ცხოვრების გაცნობა იყო, რაც სკოლის მედალოსანმა კურსდამთავრებულმა, თსუ-ს II კურსის სტუდენტმა, ლანა რასოევმა წარმატებით შეასრულა.

სკოლის კურსდამთავრებულმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა მოსწავლეებს, მათ კითხვებს ამომწურავად უპასუხა.

მოსწავლეთათვს ეს დღე ინფორმაციული და საინტერესო იყო. ამ დღეს მიღებული ინფორმაციები მათ სამომავლოდ, უნივერსიტეტის არჩევაში აუცილებლად გამოადგებათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203