წყალტუბოს N4 სკოლის მე-4 კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საინტერესო აქტივობებით გაჯერებული საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა
27-02-2024

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მე-4 კლასში, პედაგოგმა - რუსუდან ლობჟანიძემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა.

გაკვეთილის თემა: ტარიელ ხავთასის „მოხუცი და ბროლია“ გახლდათ. მიზანი: მოსწავლეს შეეძლოს ტექსტის შინაარსის გაგება-გააზრება, პერსონაჟის დახასიათება, განუვითარდეს ინტერპრეტაციის უნარი.

გაკვეთილის მსვლელობის დროს მასწავლებელმა გამოიყენა აქტივობები:

  • გონებრივი იერიშის რუკა;
  • პერსონაჟის დამახასიათებელი რუკა;
  • ტექსტის ინტერპრეტირება.

მათ ასევე პროექტორის საშუალებით აჩვენეს მოკლე ვიდეორგოლი ცხოველებზე ზრუნვის შესახებ. ფილმმა მოსწავლეებს მოტივაცია აუმაღლა.

ბავშვებმა ასევე, წყვილებში იმუშავეს ენობრივ ერთეულებზე, ბოლოს კი გაკვეთილი შეაჯამეს. 

მოსწავლეები კომენტარებით (განმავითარებელი შეფასებით) შეფასდნენ.

აღსანიშნავია, რომ აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ. 

მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203