ბათუმის N8 საჯარო სკოლის მერვეკლასელები მოსწავლეთა მასტერკლასში მონაწილეობდნენ
27-02-2024
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. სწორედ ესაა იმის მიზეზიც, რომ მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებაში ერთვებიან. 

ამჯერად, მერვეკლასელები, პედაგოგ მაია ჩაგანავასთან ერთად, მოსწავლეთა მასტერკლასში მონაწილეობდნენ. ღონისძიება „ქი ქონსალთინგის“ ლიდერთა სკოლამ ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ჩაატარა. 

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და სკოლაში შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდნენ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება 500-ზე მეტი მოსწავლისთვის, 4 ნაკადად, გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203