„ობის სოკოს გამოზრდა“- კლდეეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს
27-02-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში ჩართულობისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით, მრავალფეროვან დავალებებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, თემის - „ობის სოკოს გამოზრდა“ ფარგლებში, საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს.

ექსპერიმენტის მიზანი - პურზე ობის სოკოს განვითარება გახლდათ. ბავშვებმა ის სხვადასხვა კონტეინერში, განსხვავებულ პირობაში მოათავსეს და დააკვირდნენ თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები.

აქტივობის მიზანი, ასევე იყო დავალებაზე მუშაობისას, ნაბიჯების სწორად განხორციელება, პროცედურების ჩატარება, ექსპერიმენტული მასალისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნა და სწორად „გამოზრდილი“ ობის სოკოს მიღება.

აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ. 

„მადლობა კლდეეთის სკოლის მეშვიდე კლასის მოსწვლეებს აქტიურობისა და ჩართულობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას აწავლის, რაც მათ მოტივაციას ზრდის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203