სიმონიანთხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯანდაცვის ცენტრს ესტუმრნენ
25-05-2018
სიმონიანთხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბიოლოგიის კონსულტანტ მასწავლებლის ეთერ ბუჩუკურის ინიციატივით „თიანეთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს“ ესტუმრნენ.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები პირველად დახმარებას, სისხლის ანალიზს, ოპერაციებსა და სხვა პროცედურებს დაწვრილებით გაეცნენ.
აღნიშნულ პროექტში აქტიური მონაწილეობისა და ყურადღებიანი მასპინძლობისათვის სკოლა სამედიცინო ცენტრის უფროსს ნანა დულუზაურს, მზია ჯაბანაშვილსა და მერი ქაცანაშვილს დიდ მადლობას უხდის. იხილეთ ფოტოები