მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში საარჩევნო სერვისების შესახებ საინტერესო და საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 
27-02-2024

აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში, მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების მიზნით, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, სიანტერესო შეხვედრები და აქტივობები ეწყობა.

ამჯერად, ​სკოლაში, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა X - XI -XII კლასების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა.

მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია არჩევნების მოდერნიზაციის, კენჭისყრის პროცესის ელექტრონული აპარატებით ჩატარების სიახლეებისა და ამომრჩევლებისთვის დანერგილი საარჩევნო სერვისების შესახებ.

ბავშვებისთვის ეს დღე საინტერესო და ინფორმაციული იყო.  

სკოლაში, მოსწავლეებს წარმატებებს და კიდევ ბევრ საინტერესო შეხვედრებს უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მუდამ ცდილობს, ბავშვებს საჭირო ცოდნა და გამოცდილება შესძინოს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203