„გვიყვარხართ და გვეამაყებით!“ - დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მორიგი სპორტული წარმატება
27-02-2024

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში წარმატებით მონაწილეობენ.

გამონაკლისი ამჯერადაც არ ყოფილა, სკოლის მოსწავლეებმა მორიგ წარმატებას თავისუფალ ჭიდაობაში, „ბოლნისის პირველობაზე“ მიაღწიეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნიჭიერმა მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს სხვადასხვა წონით კატეგორიაში.

სხვადასხვა წონით კატეგორიაში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

გიორგი მარტიაშვილი VIIIბ კლასი - I ადგილი;
მათე კოდელაშვილი VIIIბ კლასი - II ადგილი;
ვაჰიდ აბდულაევი VIIIბ კლასი - III ადგილი;
აკიფ აბდულაევი IVბ კლასი - III ადგილი;
გიაზ მასიმოვი VIIბ კლასი- III ადგილი;
მიშკა მელიქიშვილი VIა კლასი- II ადგილი;
იუსუფ გასანოვი IIIბ კლასი- I ადგილი;
ვახტანგ გოჩაძეVIბ კლასი - IIადგილი;
ლუკა ახაშვილი VIIბ კლასი- IIIადგილი;
ალექსანდრე კუჭაშვილი VIბ კლასი- I ადგილი.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ.

„ვულოცავთ ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს! გვიყვარხართ და გვეამაყებით!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში, მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203