
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი კვირეული მიმდინარეობდა, რომელიც დასკვნითი ღონისძიებით დაგვირგვინდა.
აღსანიშნავია, რომ კვირეულს ისტორიის მასწავლებელი ნატალია ბექაური ხელმძღვანელობდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
დასკვნით ეტაპზე, კედლის გაზეთების კონკურსი მოეწყო და გაიმართა შემეცნებითი კონფერენცია, სადაც მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მძიმე ჟამი საქართველოს იტორიაში და გაიაზრეს ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში IXგ კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს. ღონისძებაზე ვიდეოფილმების ჩვენებაც გაიმართა და მოსწავლეების მიერ ემოციურად წაკითხული ლექსებით დაგვირგვინდა.
იხილეთ ფოტოები: