მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბიატლონში, მუნიციპალურ შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს
27-02-2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში სპორტისადმი სიყვარულის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამ მიზნით, სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან და თავიანთ შესაძლებლობებს ღირსეულად წარმოაჩენენ, ამჯერად ისინი ბიატლონში, სამოყვარულო შეჯიბრში - „ბიატლონ სვანეთი 2024“, მონაწილეობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრი პირველად ქვემო სვანეთში, კურორტ მუაშში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კურორტების განვითარების სააგენტოს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოთხილამურეები ერთმანეთს თხილამურებით რბოლასა და შაშხანის მიზანში სროლაში შეეჯიბრნენ, რადგან ბიატლონი სპორტის სწორედ ამ ორ სახეობას აერთიანებს. ტურნირში მონაწილეობა მიიღო ვაჟებისა და გოგონების ხუთ სხვადასხვა ასაკობრივ გუნდად დაკომპლექტებულმა 34-მა მოყვარულმა სპორტსმენმა.

გამოვლინდნენ როგორც ოქროს, ისე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნები, რომლებსაც ტურნირის სპონსორებისგან ფულადი პრიზები, საწვავი, კონფერენციაზე - „სპორტული მედიცინა, ინოვაციები, ხელოვნური ინტელექტი“, უფასო რეგისტრაცია, კურორტებზე განთავსება, სასაჩუქრე ვაუჩერები და სხვა მრავალი პრიზი გადაეცათ.

აღნიშნულ შეჯიბრში მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ და დამსახურებული ადგილებიც მოიპოვეს.

VIII კლასის მოსწავლე ლელი ავალიანი - II ადგილი;
VIII კლასის მოსწავლე ქრისტინე რატიანი - III ადგილი.

მელეს საჯარო სკოლა ულოცავს მის მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას და უსურვებს წინსვლას როგორც სპორტულ და ასევე ინტელექტუალურ შეჯიბრებებში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203