მარტყოფის N2 საჯარო სკოლამ მასშტაბურ საგანმანათლებლო ღონისძიებას უმასპინძლა 
27-02-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N2 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სხვადსხვა სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. 

სამოქალაქო განათლების პროგრამის სემესტრული გაერთიანებული სამუშაო შეხვედრა 22 თებერვალს გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ: ნორიოს, თელეთის, კრწანისის, ყარათაკლიისა და ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციის სახით გასულ სემესტრში განხორციელებული ინიციატივები, ისაუბრეს დაგეგმილ პროექტებზე და განხორციელებისთვის საჭირო რესურსებზე. 

ასევე, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის კოორდინატორებისგან მიიღეს რჩევები პროექტების აქტივობების თაობაზე.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203