
ტარიელ ქამაშიძის სახელობის ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანის საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი გაჯერებულია ორიგინალური და შემოქმედებითი აქტივობებით, რაც ყოველთვის იწვევს მოსწავლეთა ინტერესს.
ამჯერად, პედაგოგმა ზოია ფუტკარაძემ ჩაატარა მინი სპექტაკლი თემაზე - „ენაჭარტალა“, რომლის მოქმედი გმირები იყვნენ: ციყვი, ტურა და მელაკუდა.
პერსონაჟები მესამე კლასის მოსწავლეებმა განასახიერეს, სიამოვნებით მოირგეს როლები და ეცადნენ სამსახიობო ოსტატობა გამოევლინათ და მაყურებლებისთვის შთამბეჭდავი სანახაობა შეეთავაზებინათ.
წარმოდგენამ მართლაც დაიმსახურა დიდი მოწონება, მოსწავლეებსა და პედაგოგებს დაუვიწყარი ემოციები დაუტოვა.
იხილეთ ფოტოები: