
ტარიელ ქამაშიძის სახელობის ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათში კითხვისადმი ინტერესის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო აქტივობა გაიმართა, რომელშიც დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ I-VII კლასის მოსწავლეები.
ფილოლოგებისა და სხვა პედაგოგების მხარდაჭერით, მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული ხალხური ზღაპარი - „ასფურცელა“, საჯაროდ კითხვის შემდეგ გაიმართა დისკუსია, კითხვა-პასუხი და მსჯელობა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ აქტივობამ ხელი შეუწყო წიგნის კითხვის პოპულარიზაციას. მოსწავლეები გააერთიანა მოწოდების - „წიგნის უდიდესი როლი ჩვენს ცხოვრებაში!“, ირგვლივ.
მოსწავლეებს აუმაღლდათ მოტივაცია და გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავსი აქტივობების ხშირად ჩატარდეს სკოლაში.
სკოლაში, მადლობას უხდიან ორგანიზატორებსა და სკოლის ადმინისტრაციას გაწეული დახმარებისთვის.
იხილეთ ფოტოები: