
მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას, მათში ლიტერატურისადმი სიყვარულის დანერგვასა და კითხვის მნიშვნელობის გაზიარებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამ მიზნით, სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილს კამპანიას შეუერთდა, მოსწავლეებმა, პედაგოგების ხელმძღვანელობით ეს დღე ლიტერატურული აქტივობით აღნიშნეს.
პატარებმა მათთვის საყვარელი ნაწარმოებები საჯაროდ წაიკითხეს, ერთმანეთს თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს და სხვადსხვა ლიტერატურა ურჩიეს.
მოსწავლეებმა კითხვის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, განსაზღვრეს თუ რამდენად ძლიერია წიგნიერი ადამიანი და რამდენად მნიშვნელოვანია კითხვა ინტელექტის ზრდისთვის.
მოსწავლეებისთვის დღე შემეცნებითი, დასამახსოვრებელი, ინფორმაციული და შთაბეჭდილებებით აღსავსე აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: