მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ინტელექტუალურ თამაშში შეერკინნენ 
27-02-2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

ინტელექტუალურ თამაშში -„ყველაზე ჭკვიანი“, დიდი სიამოვნებით მონაწილეობდნენ მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეკითხვები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტთან შესაბამისობაში მოდიოდა. თამაშს ქართული ენასა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი მზიურა ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა. 

პედაგოგის თქმით, ინტელექტუალური შეჯიბრი ბავშვებში ზრდის მოტივაციას, უვითარებს სწრაფ და ლოგიკურ აზროვნებას და უყალიბებს სწავლისადმი სწორ დამოკიდებულებას.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა შესანიშნავად უპასუხეს ტესტებს. პირველი ადგილი დაიკავა მერვე კლასის მოსწავლე ქრისტინე რატიანმა, მეორე ადგილი მეშვიდე კლასის მოსწავლე მარიამ ბაკურაძეს ერგო. 

აღსანიშნავია, რომ მელეს საჯარო სკოლა მიესალმება ასეთ პროექტებს და მომავალშიც ხელს შეუწყობს მსგავს შეჯიბრს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203