მარნეულის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ამერიკულ კუთხეში ინგლისური ენის ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ
27-02-2024
მარნეულის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებში დიდი მონდომებით.

ამჯერად, სკოლის მე-10 კლასელებს მარნეულის ამერიკულ კუთხეში ინგლისურის ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ.

თემის - „WHAT IS THE FIRST THING THAT COMES TO MIND, WHEN AMERICA IS MENTIONED?“ ფარგლებში, ბავშვებმა ისაუბრეს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც მათთვის ამერიკასთან ასოცირდებიან.

აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა ინგლისური ენის ცოდნა წარმოაჩინეს და მოძიებული ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს.

ეს დღე საინტერესო, ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203