„მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს, ისევ წამების ჯვარი აგკიდეს“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს კლასის საათი მიეძღვნა
27-02-2024

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით მნიშვნელოვან მოვლენებსა და თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ

ამჯერად, სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ტრაგიკულ დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეს - 25 თებერვალს, კლასის საათი მიუძღვნეს თემაზე - „მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს, ისევ წამების ჯვარი აგკიდეს“ .

მოსწავლეებმა გაიხსენეს 1921 წლის 25 თებერვალი, საქართველოს რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად ქცევის დღე.

„მათ ისაუბრეს ქვეყნის თავისუფლების დამცველთა გმირობაზე, დამოუკიდებლობის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილზე, დღევანდელ სიტუაციასა და დაგმეს ოკუპაციაზე“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს ასევე პატივი მიაგეს ქვეყნის თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203