პტენის საჯარო სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პრეზენტაცია ჩატარდა
27-02-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობთ, ბავშვები სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენასა და თარიღს აღნიშნავენ.

ამჯერად, სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიება მოეწყო. 

სკოლაში, მე-7 კლასის მოსწავლეებმა - გივი ბერიძემ და ლუკა შავაძემ, ისტორიის პედაგოგ სპარტაკ სტეფანოვის ხელმძღვანელობით, საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს.

მათ ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს. ბავშვებმა 25 თებერვლის ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრეს და საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. აღნიშნულ დღეს მოსწავლეებმა საჭირო ცოდნა მიიღეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203