
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა განწყობის ამაღლებასა და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში აქტიურად იმართება შთამბეჭდავი ღონისძიებები, მათ შორის კი აღსანიშნავია „ზამთრის ზეიმი“.
კოსტიუმირებული სანახაობა, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, მხიარული მოსწავლეები და ბავშვების ნიჭიერებით გახარებული პედაგოგები - ასეთი გახლდათ ზეიმი, რომლმაც მოსწავლეებში წარუშლელი შთაბეჭდილებები და დადებითი ემოციები დატოვა.
სკოლაში გვიყვებიან, რომ მოსწავლეები ყოველთვის დიდი ინტერესით და სიამოვნებით ერთვებიან მსგავს ღონისძიებებში, ასეთი დღეები კი სასკოლო ცხოვრების დაუვიწყარ მოგონებებს ქმნის.
იხილეთ ფოტოები: