
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლას არაერთი გამორჩეული და კრეატიული მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა გლებ პეტროვი.
ის მე-4 კლასის მოსწავლეა, რომელმაც საკუთარი ზღაპრის ილუსტრირებული წიგნი შექმნა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გლები უკრაინიდანაა, ის მეორე წელია კვაცხუთის საჯარო სკოლაში სწავლობს, ძალიან კარგად დაეუფლა ქართულ ენას და მისი ზღაპარიც ქართულ ენაზეა დაწერილი.
მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების გაღვივებასა და კრეატიული აზროვნების განვითარებას კვაცხუთის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და ეს მოსწავლეთა მიღწევებითა თუ საინტერესო ნამუშევრების შექმნით დასტურდება.
იხილეთ ფოტოები: