ძევრის საჯარო სკოლაში სამშობლოსთვის თავგანწირულ გმირებს პატრიოტული ღონისძიება მიუძღვნეს
27-02-2024

უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში პატრიოტული ღირებულებების გაღვივებას. 

სკოლაში, კიდევ ერთხელ გაიხსენეს და პატივი მიაგეს ტანკის მეთაურს, უფროს სერჟანტს -  შმაგი სოფრომაძეს, რომელიც გახლავთ ძევრის სკოლის აღზრდილი საამაყო ქართველი გმირი. 

ეროვნული გმირების ღვაწლსა და თავდადებაზე, მე-9 კლასის მოსწავლე თაკო ხეცაძემ საინტერესო ლექცია წაიკითხა და დამსწრე საზოგადოებას პატრიოტული ემოციები გაუმძაფრა. 

მოსწავლეებმა, ასევე იხილეს ფილმი - „შინდისი-მარადიული ბიჭები“ და უკეთ გაიაზრეს სამშობლოსათვის ბრძოლის, მისი თვითმყოფადობის დაცვისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობა. 

სკოლის დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე მოსწავლეებს მადლობას უხდის საინტერესო ღონისძიებისთვის და მათ წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203