„გვიყვარხარ და გვეამაყები“ - სორმონის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული ნინი ვახტანგაძე ოქროს მედლით დაჯილდოვდა 
28-02-2024
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლის პედაგოგები დიდ შრომას დებენ, რათა მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღმისეული განათლება მისცენ. რა თქმა უნდა, მათი ძალისხმევა, მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. შესაბამისად სკოლას არაერთი წარჩინებული მოსწავლე ჰყავს. მათ შორის არიან მედალოსანი კურსდამთავრებულები. 

ამჯერად, ოქროს მედლით ნინი ვახტანგაძე დაჯილდოვდა. 

სკოლაში კურსდამთავრებულს დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ და წინსვლას უსუსრვებენ. 

„კიდევ ერთი დამსახურებული ოქროს მედალი ჩვენია, გილოცავთ, ჩვენო ნიჭიერო, მშრომელო, მიზანდასახულო და ჭკვიანო, წარმატებები არ მოგაკლოს ღმერთმა, გვიყვარხარ და გვეამაყები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203