იანეულის საჯარო სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პატრიოტული ღონისძიება გაიმართა
27-02-2024
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში მასწავლებლების - ზურაბ სიხარულიძის, სოფიო კალანდაძისა და თეა შათირიშვილის ხელმძღვანელობით, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. 

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ საქართველოს ისტორიაში ამ დღის მნიშვნელობისა და იმ გმირების შესახებ ისაუბრეს, რომელთაც მომავალი თაობები არასოდეს დაივიწყებს და რომლებიც ქვეყნის ერთგულებისა და თავდადების მაგალითები არიან. 

ღონისძიებას თანსდევდა კოლაუ ნადირაძის ცნობილი ლექსი:

„თოვდა და თბილისს ეხურა თალხი
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი...“

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა შესაძლებლობები და ცოდნა წარმატებით გამოავლინეს. 

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. 102 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შემოიჭრა, ქალაქი აიღო და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203