სორმონის საჯარო სკოლა პროექტისთვის - Leave me a nice world ევროპული ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდა
28-02-2024
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები მუშაობენ, რომლებიც არაერთ პროექტსა თუ ღონისძიებაში ერთვებიან და თავადაც ახორციელებენ.
ასეთი მასწავლებელია ანა ქობულაძეც. ის ინგლისურენოვანი პროექტისთვის - Leave me a nice world, Etwinning-ის ევროპული ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდა.
სკოლაში მისი მიღწევით ხარობენ, ულოცავენ და ამაყობენ, რომ სკოლა დაჯილდოებულ ევროპულ სკოლებს შორისაა.
აღსანიშნავია, რომ სორმონის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. პედაგოგები კი კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ზრუნავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს