საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში, კურსდამთავრებულებმა უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
27-02-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლას პროექტ „თსუ დესპანი - 2024-ის“ ფარგლებში, კურსდამთავრებულები ესტუმრნენ.

კურსდამთავრებულებმა - მარიამ ბერიანმა და ნინო წიფიანმა მშობლიური სკოლის უფროსკლასელებს საკუთარი საუნივერსიტეტო გამოცდილება გაუზიარეს. მათ ბავშვებს საჭირო ცოდნა და ინფორმაცია მიაწოდეს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ.

ეს ინფორმაციები მოსწავლეებს მომავალში, უნივერსიტეტის შერჩევაში აუცილებლად გამოადგებათ.

აღნიშნული შეხვედრა საინტერესო და ინფორმაციული იყო.

სკოლაში, მოსწავლეთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203