საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი სორმონის საჯარო სკოლაში - მე-7 კლასელებმა მათემატიკაში შეძენილი ცოდნა გეოგრაფიული ამოცანების გადაჭრაში გამოიყენეს
28-02-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო მეთოდებს, მიდგომებსა და აქტივობებს სთავაზობენ. მოსწავლეებიც აქტიურობითა და ჩართულობით გამოირჩევიან. 

30 იანვარს, VII კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკასა და გეოგრაფიაში.

გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა, გაჯარებული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით.

მოსწავლეებმა მათემატიკაში შეაჯამეს თემა: „პროცენტი“ და მიღებული ცოდნა გამოიყენეს გეოგრაფიული ამოცანების გადაჭრაში.

მოსწავლეებისთვის გაკვეთილი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისოც აღმოჩნდა, საგნებში ცოდნა გაიღმავეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს აღსაზრდელებს და პედაგოგებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203