სორმონის საჯარო სკოლის მეათეკლასელებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული გაუზიარეს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება.
სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, მე-10 კლასის მოსწავლეებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს საბავშვო ლიტერატურიდან ამონარიდი ხმამაღლა წაუკითხეს.
გარდა ამისა, მასწავლებლის დახმარებით დისკუსია გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად, დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
აქტივობებმა წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო“,- აქტივობებს ეს გზავნილი გასდევდა თან.
იხილეთ ფოტოები: