სორმონის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისური ენის მართლწერის კონკურსის ფინალისტები არიან 
27-02-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ. 

15 თებერვალს, სორმონის საჯარო სკოლაში გაიმართა ამერიკული პროექტის -Spelling Bee-ს შიდასასკოლო ტური, რომელშიც  მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. თითოეული კლასიდან გამოვლინდა ერთი გამარჯვებული. ფინალისტები 23 მარტს, თბილისში, „ევროპული სკოლის“ ორგანიზებულ ფინალურ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას და შეეჯიბრებიან საქართველოს სხვა რეგიონის ფინალისტებს. 

სორმონის საჯარო სკოლის სკოლიდან ფინალზე წარდგებიან:

ნუცა ცხელიშვილი;
ანასტსია ფურცხვანიძე;
ლილე ჭელიე;
რომა ფურცხვანიძე;
ლიზი ცქიფურიშვილი.

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და შემდგომ გამარჯვებას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, ჩვენს ფინალისტებს და ვუსურვებთ წარმატებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ფინალისტები დაჯილდოვდნენ საინტერესო ინგლისურენოვანი საკითხავი ლიტერატურითა და სერტიფიკატებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203