კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პედაგოგები მუდმივად ცდილობენ მოსწავლეებს ფანტაზიის უნარი გაუღვიძონ და ხელი შეუწყონ იყვნენ მეტად შემოქმედებითები და კრეატიულები.
ამჯერად, მოსწავლეებმა, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის - „ანდროკლე და ლომის“, მიხედვით შექმნეს კომიქსი, გამოიყენეს დიალოგური ღრუბლები, ილუსტრაციები და მოთხრობაში წაკითხული ფაქტები გააცოცხლეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი სიამოვნებითა და ინტერესით ჩაერთნენ, თითოეულმა მათგანმა თამამად გამოავლინა შესაძლებლობები, გახსნა ფანტაზია და შედეგიც შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
მოსწავლეებისთვის სამუშაო პროცესი ძალიან სახალისო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი იყო, მათ ნაწარმოების უკეთ გააზრებასთან ერთად, ბევრი იმხიარულეს და პოზიტიური ემოციებით დაიმუხტნენ.
იხილეთ ფოტოები: