
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხიანი სწავლება და მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
შესაბამისად, ისტორიის კათედრის ორგანიზებით, (პედაგოგი ლიანა რუსია,ნარი კუნჭულია). ქვენობნის საჯარო სკოლაში, დავით აღმაშენებლის ხსენების დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ჩატარდა სასკოლო სასწავლო კონფერენცია. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაციები დავითისა და თამარის ეპოქის შესახებ.
ამავე თემატიკაზე გაიმართა ვიქტორინა. გუნდებმა - „ბასიანი“, „დიდგორი“ და „ძლევაი საკვირველი“ შესანიშნავი თამაში აჩვენეს.
მონაწილეებს და საპრიზო ადგილების მფლობელებს მოსწავლეთა თვითმმართველობამ სიგელები გადასცა.
იხილეთ ფოტოები: