„არქიტექტურა“ - მახათაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შექმნილი მრავალფეროვანი ესკიზების გამოფენა მოეწყო
27-02-2024

ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, სასწავლო პროექტის ფარგლებში, გაიმართა შთამბეჭდავი გამოფენა, თემაზე - „არქიტექტურა“, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

სასწავლო პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ ხელოვნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას - არქიტექტურას, მოიძიეს ინფორმაცია თემის შესახებ. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა მოამზადეს მრავალფეროვანი ესკიზები, მეორადი მასალისგან და  თავიანთი წარმოსახვით შექმნეს ხელნაკეთი მაკეტები.

ბავშვებმა თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია გამართეს და მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

პროექტის ხელმძღვანელი ხელოვნების პედაგოგი თეა გოგოლიძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203